ტუნისის პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით ანტისამთავრობო აქცია დაშალა. ამ სახის აქციები ქვეყანაში, ოპოზიციონერი დეპუტატის ალ ბრაჰმის მკვლელობის შემდეგ დაიწყო.
პოლიცია აქციის დაშლა იმის შემდეგ გადაწყვიტა, როგორც კი მანიფესტანტებმა ცენტრალური ქუჩა დაბლოეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ კარავი დადგეს.
ტუნისში ცნობილი ოპოზიციონერი დეპუტატი, ეროვნული კრების დამფუძნებელი არ ბრაჰმი, ხუთშაბათს ქვეყნის დედაქალაქში მოკლეს.
უცნობებმა, პოლიტიკოსი საკუთარ სახლთან დაცხრილეს. ალ ბრაჰმი იყო ცნობილი თავისი გამორჩეული შეხედულებებით და მკაცრი კრიტიკით ისლამისტების მიმართ.
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბრაჰმი მოუწოდებდა მოქალაქეებს დემოკრატიისაკენ “ეგვიპტური სცენარიტ”, რომლის თანახმადაც ხელისუფებიდან ისლამისტების მოშორება მოხდებოდა.
პოლიციის შეტაკება მომიტინგეებთან ასევე ქალაქ სფაქსში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ეს ქალაქი ტუნისში სიდიდით მეორე ადგილზეა. აქციის მონაწილეები პოლიციელებს ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, საპასუხოდ სამართალდამცავებმა კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ შეტაკების დროს ჯერ არ გავრცელებულა.
26.07.13