ესპანეთში, გალიციის რეგიონში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა, 143 კი დაშავდა. უფლებამოსილთა განცხადებით, სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ესპანეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სარკინიგზო კატასტროფა სამგზავრო მატარებლის სანტიაგო დე კომპოსტოლას სადგურის ახლოს მატარებლის რელსებიდან გადავარდნის შედეგად მოხდა.
მატარებელი ქალაქი ფერროლიდან დედაქალაქ მადრიდში მიდიოდა. მატარებლის ყველა, ცამეტივე ვაგონი, რომლებშიაც 218 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგებიდან გადავარდა და გადაბრუნდა.
მატარებლიდან 73 ადამიანის ცხედარი გამოიყვანეს, ხოლო 4 ადამიანი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 140-ზე მეტი დაშავებული რეგიონის საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
კატასტროფის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მატარებლის გადავარდნის ადგილი სახიფათო მონაკვეთია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამაშველო-სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
26.07.13