რამდენიმე დღის წინ კენიის მთავრობამ დაახლოებით 7000 სპილოს ეშვი დაწვა. მსოფლიოს ისტორიაში ეს იყო სპილოს ძვლების ყველაზე მასშტაბური წვა. კენიის მთვარობის გადაწყვეტილება მიმართული იყო სპილოებზე არალეგალურად ნადირობის საწინააღმდეგოდ.
„კენია არ ელის, რომ შეძლებენ უკანონო ნადირობის შეჩერებას, ეს იყო ძლიერი შეტყობინება ბრაკონიერებისთვის, რომ სპილოები ცოცხლები ბევრად მნიშვნელოვანია სამყაროსთვის, ვიდრე მათი ძვლები,” – წერს „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“.
რატომ არ გაყიდეს სპილოს ძვლები და მოაგროვეს თანხა ამ ცხოველების გადასარჩენად?
სპილოების უმრავლესობა თავიანთი ძვლის გამო, უკანონო ნადირობის დროს იქნა მოკლული. ძვლების კონფისკაცია წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. მთავრობამ უარი თქვა, თანხა აეღო კონტრაბანდიდან. მას შემდეგ, რაც სპილოს ძვლით ვაჭრობა აიკრძალა, უკიდურესად გაიზარდა მასზე მოთხოვნა და შესაბამისად, ბრაკონიერობის შემთხვევები. ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ სპილოებს ეშვების გამო კლავენ და სჯერათ, რომ ბუნებრივად სცვივათ. ასე არ არის, რა თქმა უნდა.
ველური ბუნების ბინადრებით ვაჭრობის დროს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს: სიხარბე და უვიცობა. ასეთი მასშტაბური წვის შემდეგ, როგორიც კენიის მთავრობამ განახორციელა, ადამიანები მეტად ვეღარ შეძლებენ დაამტკიცონო, რომ არ იყვნენ ინფორმირებულნი.
„ კენიაში დაახლოებით 6000–7000 სპილოს ეშვი დაიწვა. სპილოების უმრავლესობაზე ბრაკონიერული გზით ნადირობდნენ… სიხარბისა და უცოდინრობის გამო, ბრაკონიერობის ფაქტები უფრო გამწვავდა. ადამიანები აღარ იქნებიან იფრომაციის გარეშე,“– წერს „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ფოტოგრაფი, ბევერლი ჯობერტი, რომელმაც თავად გადაიღო მითითებული ფოტო.
წყარო: nationalgeographic.com
ნანუკა მაღლაკელიძე