„ნარკოტიკული საშუალებების ფლობა- მოხმარებისთვის ისჯება 6 თვიდან 6 წლამდე. ადრე ისჯებოდა 6-დან 11 წლამდე. დღეს მეტად ლიბერალური მიდგომა გვაქვს. პოლიციამ რეპრესიული წნეხი შეამცირა. ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს შვეიცარიის მსგავსი ნარკოპოლიტიკა, მაგრამ გვაქვს ცვლილებები“. ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, გადაცემა „ინტერვიუს“ ეთერში ისაუბრა.
„კითხვა, თუ რატომ არ ხერხდება ნარკოპოლიტიკის შეცვლა, თითქმის 2 წლით მოძველებულია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში შეიცვალა პოლიტიკა. გაუქმდა რეგულაცია, რომელიც სასწრაფო დახმარების ექიმებს ავალდებულებდა ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში საპატრულო პოლიციაში დაერეკათ. გაიმიჯნა ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური საშუალებების ფლობის მიზანი.
2015 წლის იანვარში თითქმის 24000 ადამიანი დააკავა პოლიციამ, თუმცა მათ შორის მხოლოდ 24 იყო ნამდვილად ნარკოზემოქმედების ქვეშ. წლის ბოლოს, რეგულაციის ამოქმედების დროს დაახლოებით 2000 ადამიანი იყო დაკავებული და 50 % იყო ნამდვლდ ზემოქმედებს ქვეშ. 2015 წელს ნარკოტიკების განმეორებითი მოხმარებისთვის პატიმრობა შეეფარდა 0 ადამიანს, ფაქტობრივად არავის. ნამდვილდ გვაქვს მეტად ლიბერალური მიდგომები.
მოქალაქის შეჩერება და ტესტირება ეჭვის შემთხვევაში ნებისმიერ პოლიციელს შეუძლია. ეს არ არის ადამიანის იძულება. ფლობას ვსჯით იმიტომ,რომ მოხმარება არ იყოს წახალისებული. გაზრდილია ანტინარკოტიკული ბიუჯეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროშიც,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მანანა ღოღობერიძე