ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი 15 დღით დააკავეს. დაკავება გენერალური პროკურაროს საგამოძიებო საქმეს ეხება და მისი მოთხოვნით ჩატარდა.
მას შემდეგ რაც მუჰამედ მურსი გადააყენეს პრეზიდენტის ადგილიდან 3 ივლისს, ის საშინაო პატიმრობაში იმყოფება.
მის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის, ციხიდან გაქცევა, ეკონომიკური დანაშაული და ქვეყნის ღალატი.
აღსანისნავია, რომ ყოფილი პრეზიდენტს და სხვა ოფიციალურ პირებს უცხოეთში გამგზავრება აეკრძალა, ასევე მათი ანგარიშები ეროვნულ და უცხოურ ბანკებში გაყინულია.
26.07.13