ხელისუფლებამ საეპნსიო რეფორმაა დაანონსა და კერძო  დაგროვებითი სისტმის ამოქმედების თარიღად 2017 წლის ოქტომბერი დაასახელა. ახალი საპენსიო სქემა შერეული ტიპის იქნება და დღევანდელი სისტემის პარალელურად იარსებებს. როგორც საპენსიო რეფორმის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ირაკლი ბურჭულაძე „თბილისი თაიმსთან“ აცხადებს, კერძო დაგროვებითი სისტემის ძირითადი კონცეფციები უკვე შემუშავებულია და მხოლოდ ტექნიკური მხარეების მოგვარებაა საჭირო.

ეკონომიკის სამინისტროროგორია დაგროვებითი საპენსიო პროგრამის არსი?

– კერძო დაგროვებითი სისტემა არის ნახევრად სავალდებულო, ვინაიდან, თუ დასაქმებული ამ სისტემას აირჩევს, დამსაქმებელი და სახელმწიფო ავტომატურად ერთვება. სისტემაში ჩართვა დასაქმებულისთვის არჩევითია, ხოლო დამსაქმებლისა და სახელმწიფოსთვის–სავალდებულო. 2%+2%+2%  ეს პროცენტები გადანაწილებული იქნება დასაქმებულზე, დამსაქმებელსა და სახელმწიფოზე, სწორედ ამ პროცენტებით შეიტანენ ისინი საპენსიო ფონდში თანხებს. უფრო დეტალურად, რომ ავხსნათ, ხელფასის 2% იხდის დასაქმებული და ამდენივეს უმატებს ცალ–ცალკე დამსაქმებელი და სახლემწიფო.

ვის შეეხება დაგროვებითი საპენსიო სისტემა, იქნება თუ არა მისი არჩევა ნებაყოფლობითი?

– კერძო დაგროვებითი სისტემა იარსებებს არსებული საპენსიო სისტემის პარალელურად. საპენსიო დაგროვება ყველა ფორმალურ სექტორში დასაქმებულ ადამიანს შეეხება. როგორც კი სისტემა ამოქმედდება, ყველა, ვინც ფორმალურ სექტორშია დასაქმებული ავტომატურად ჩაერთვება  მასში იმ პირობით, რომ სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ დაგროვებით ფორმაზე უარის თქმა და სისტემიდან გამოსვლა. დასაქმებულს წინასწარ ეცოდინება როგორ და რა პირობით შეეძლება სისტემიდან გამოსვლა. გამოსვლის პრინციპი ტექნიკური დეტალია და ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

რა ეტაპზეა აჟამად დაგროვებითი პენსიის პროექტი და როდიდან ამოქმედდება?

– ამ ეტაპზე ჩვენ მიერ შეთავაზებული კონცეფცია მთავრობამ უკვე დაამტკიცა და ახლა გადავდივართ დანერგვის ეტაპზე. 2017 წლის ოქტომბერში  სისტემა ოფიციალურად უნდა ამოქმედდეს.

შეგიძლიათ გვითხრათ,როგორ დაინერგება ახალი საპენსიო სისტემა?

– ჩვენს კონცეფციას, საკმაოდ მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა ახლავს თან. საკანონმდებლო ნაწილის შემუშავება დავიწყეთ, აგრეთვე, სხვადასხვა კამპანიები იგეგმება საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებლად.

როგორია თქვენი შეფასება, რამდენად რეალურია კერძო დაგროვებითი  საპენსიო სისტემის შექმნის პერსპექტივა, იქნება თუ არა ეფექტიანი?

ადამიანებს საშუალება ექნებათ, თავიანთი სიბერე თავად დაგეგმონ და დამატებით დაარგოვონ ის თანხები, რომლებიც მათს სიბერეს უზრუნვეყოფს.  არსებულ სისტემას არ ვაუქმებთ. როდესაც ადამიანი მიაღწევს საპენსიო ასაკს, ის თავის დაგროვებულ თანხასთან ერთად, მიიღებს იმ სოციალურ დახმარებას, რომელიც  იმ დროისთვის იარსებებს. ჩვენი სისტემა არა მხოლოდ დაგროვებითი კონცეფციის შექმნაა, არამედ არსებული სისტემის მოდიფიკაციაც. დღესდღეობით პენსიის რაოდენობა არის 160 ლარი. გარკვეული ეტაპიდან ეს თანხა იქნება ინდექსირებული ზრდაზე. ჩვენი მიზანია პენსიის რაოდენობა გავზარდოთ ინფლაციის დონეზე. მაგალითად თუ ქვეყანაში ინფლაცია იქნება 3%,მაშინ ყოველწლიურად პენსია გაიზრდება 3%. პენსია ინფლაციის ზღვარს ქვემოთ არ ჩამოვა, მინიმალური ზღვარი პენსიის განსაზღვრის ინფლაციის დონე იქნება.

რატომ შეირჩა  საპენსიო დაგროვება ახალ სისტემად, გადაწყვეტილების მიღებისას, იყო თუ არა  დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება მხედველობაში მიღებული?

 დაახლოებით ორი წელია, რაც კონცეფციაზე ვმუშაობთ. ჩვენ მიერ შერჩეული სისტემა კონკრეტულად ერთი ქვეყნის  მოდელს არ წარმოადგენს, ბევრი პრაქტიკისა და  ანალიზის შემდეგ, მივედით დასვნამდე, რომ  დაგროვებითი პენსია იქნება ყველაზე ეფექტური ჩვენი ქვეყნისათვის. მსოფლიო ბანკისა და უცხოელი ექსპერტების დახმარებით  შევიმუშავეთ ეს კონცეფცია. მუშაობის პროცესში დონორი ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და ეს ორი ან სამი ადამიანის მოფიქრებული სისტემა არ არის, ჩვენ სისტემატურად ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან.

ახალ სისტემაზე გადასვლა გრძელვადიანი პროცესია, რამდენად რეალურია, რომ  ხელისუფელების ცვლილების პერიოდში დაგროვებითი სისტემა შენარჩუნდეს და ახალმა მთავრობამ საპენსიო სისტემის ეს ფორმა შეინარჩუნოს?

– პოლიტიკურ რისკებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია სისტემის სტაბილურობაზე ვისაუბრო. დაგროვებითი სისტემა შევა კანონში და რისკი იმისა, რომ არ განხორციელდეს ძალიან მცირეა. საპენსიო თანხები მთლიანად კერძო ორგანიზაციების მიერ იქნება მართული და ასეთ დროს ნაკლებია პოლიტიკური გავლენის რისკი. ფონდში აკუმულირებულ თანხებზე პასუხისმგებელი იქნება კერძო სექტორი.

სად დაბანდდება სახელფასო თანხები დასაგროვებლად,  რომელი კერძო საპენსიო ორგანიზაციები იარსებებს?

 პარამეტრები, თუ სადა და როგორ უნდა დაბანდდეს თანხები, არ არის გაწერილი და ეს საკითხიც შემუსავების ეტაპზეა. კონცეფციით შემუშავებული გავქვს, რომ აქტივები სხვადასხვა ინსტრუმენტებში უნდა დაბანდდეს. თანხების ნაწილი საქართველოში დარჩება ნაწილი კი საზღვარგარეთ გავა. ჩვენი მიზანია, რომ  რეალური შემოსავალი იყოს ინფლაციას + 3%.

ახალი სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი რამდენად იყო გათვალისწინებული, თქვენი შეფასებით მოსახლეობის მხრიდან ნდობის ხარისხი საპენსიო დაგროვებასთან დაკავშირებით როგორია?

– გვქონდა საჯარო დისკუსიები (ტელევიზიით, რადიოს მეშვეობით) ორი წლის განმავლობაში გარკვეული კამპანიები უკვე ჩავატარეთ და იმპლემენტაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ამ კუთხით. საპენსიო რეფორმის შემუშავების დროს გათვალისწინებული იყო ბიზნესსექტორის, დამსაქმებლებისა და სხვადასხვა ასოციაციის აზრი. დაახლოებით 1 წლის წინ ჩვენ ფოკუს ჯგუფები ჩავატარეთ რამდენიმე ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი რუსთავი). თავიდან ფოკუს ჯგუფებს არ ავუხსენით დაგროვებითი სისტემის არსი და ადამიანების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება იყო. შემდეგ დეტალურად ავუხსენით კონცეფცია და შეგდეგად მივიღეთ ის, რომ მათი აზრი აბსოლუტურად შეიცვალა.

ნანუკა მაღლაკელიძე

Please follow and like us: