საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართასაქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდასაქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი.
მხარეებმა იმსჯელეს საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა დარეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემატიკაზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულმიმართულებებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი პროცედურებისგანხორცილების პროცესში წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ა.წ. 23 მაისს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“მინისტერიალის მოსამზადებელი საკითხები.