ბურუნდის 12 წლიან სამოქალაქო ომში, რომელმაც 300 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გადარჩენილი ადამიანების უმეტესობას ერთი ისტორია და ერთი ადამიანი აერთიანებთ.
მარგარეტ ბარანკიტსმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდო და 30 ათასი ბავშვის სიცოცხლე იხსნა. ამ სამოქალაქო ომში ტუტსის ეთნიკური ჯგუფსა და ჰუტუს ტომს შორის დაპირისპირებამ უამრავი ადამიანი დააშორა საკუთარ საცხოვრებელს, ობლად დარჩენილი ბავშვები, კი ორივე ტომიდან, მარგარეტმა შეიფარა და საკუთარი ხარჯებით აშენებულ საცხოვრებლებში წაიყვანა. მისი გმირული ძალისხმევა აღიარებულ იქნა ჰუმანიტარული პრიზით.
ბარანკიტსი, რომელიც ახლა 59 წლისაა, ავრორას პრიზით ჰოლოვუდის მსახიობმა ჯორჯ კლუნმა ერევანში დააჯილდოვა, პრიზთან ერთად პირადად მას $100 ათასი, ხოლო მის ორგანიზაციას 1 მილიონი დოლარი.
მარგარეტის შესახებ დაჯილდოებაზე ითქვა, რომ ის არის ადამიანი, რომლის არსებობაც ყოველთვის შეგვახსენებს, რომ ერთ ადამიანსაც კი, სულ მარტოს შეუძლია გაუწიოს დიდი წინააღმდეგობა იმ სასტიკ რეჟიმს, უსამართლობასა და დევნას, რაც ბურუნდში იყო.
ბარანკიტსმა ჯილდოს გადაცემისას თქვა:
„ჩვენი ვალდებულებაა ადამიანური ვალდებულებები. როდესაც შენ გაგაჩნია კეთილშობილება, თანაგრძნობა და სიყვარული, მაშინ შენ ვერაფერი შეგაშინებს, ვერაფერი შეძლებს შენ შეშინებას.
არავის შეუძლია შეაჩეროს სიყვარული – არც არმიას, არც სიძულვილს, არც დევნილობასა და შიმშილობას, არავის და არაფერს. ეს პრიზი ბურუნდში მცხოვრებ ადამიანებს ეკუთვნით, მათთვის ეს არის ნუგეში,“ – თქვა მარგარეტმა.
ბარანკიტსის ძალისხმევა არ შეჩერებულა მაშინაც კი, როდესაც ომი დასრულდა. კონფლიქტის მოგვარებიდან სამი წლის შემდეგ, 2008 წელს მან გახსნა ჰოსპიტალი ბურუნდში, რომელმაც 80 ათასზე მეტი პაციენტი მიიღო. ამჟამად, რვანდაში, ის ეხმარება ბურუნდიელ ლტოლვილებს საზღვრებთან გახსნილ ბანაკებში.
მარგარეტმა საღამოზე თქვა, რომ ის მიღებულ 1 მილიონს გადარიცხავს ქველმოქმედებაში და დაეხმარება რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებთაც განათლების მიღება სურთ.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე