“თბილისი თაიმსის” მიერ ჩატარებულმა მორიგმა ბლიც-გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ბინებზე ფასები წინა წელთან შედარებით იგივე დარჩა და არაფერი შეცვლილა, მოთხოვნამ კი – უფრო მოიმატა. ყველაზე მოთხოვნადი თბილისში საბურთალოს რაიონი აღმოჩნდა.

გამოიკითხა 7 უძრავი ქონების სააგენტოები: „რეალ სერვისი“, „ბი სტუდიო“, „ანძა“, „დელისი“, „ვარიანტი“, „კაპიტალი“, „კიბე“.

5 გამოკითხულ კომპანიაში განაცხადეს, რომ ბინებზე ფასების ცვლილება არ შეინიშნება  , 2 კომპანიაში – 10%-მდე შემცირდა.

მოთხოვნის კუთხით კი შედეგები ასეთია: 5 კომპანიაში საუბრობენ, რომ მოთხოვნა ახლად აშენებულ ბინაზეა, ე.წ. ძველ აშენებულზე  – 2 კომპანიაში, გამოკითხული კომპანიები ერთხმად აცხადებენ, რომ გაყიდვების 90%-ი ერთ ოთახიან ბინებზე მოდის.

რაც შეეხება მოთხოვნდ   უბნებს, 7 კომპანიიდან 6 – აცხადებს, რომ თბილისში კლიენტები საბურთალოს რაიონს ანიჭებენ უპირატესობას, ამას მოსდევს ვერა და ვაკე. ერთი სააგენტოს ცნობით კი ყველაზე მოთხოვნადი უბნებია – დიდუბე და  დიდი დიღომი, კომპანიის ხედვით ვაკე-საბურთალოზე მოთხოვნა აღარ არის, რადგან ბინებზე ფასები არ შემცირდა.

სამომავლო პროგნოზირებისას, 6 კომპანიაში აღნიშნეს, რომ უჭირთ შემოდგომიდან ფასების ზრდის ან კლების პროგნოზის გაკეთება, ერთი კომპანია კი აცხადებს, რომ  შესაძლებელია შემოდგომიდან 5%-ით მოხდეს ზრდა.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხული კომპანიებიდან 4 აცხადებს, რომ  წინა წელთან შედარებით უცხოელთა მოთხოვნა ბინებზე და ასევე  მიწის ნაკვეთებზე (ბიზნესისთვის) შემცირდა.  2 კომპანია კი აცხადებს, რომ  ბინებზე და მიწის ნაკვეთებზე ფასები გაიზარდა.

შვიდივე გამოკითხული კომპანია აცხადებს, რომ უცხოელებიდან საქართველოში ბინების ყიდვით დაინტერესებული არიან ირანელები და ეგვიპტელები, მათივე განცხადებით ბოლო რამოდენიმე თვეა ჩინელებიც ყიდულობენ ბინებს.

27.07.13

მარინა ფიდუაშვილი

 

(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები