19-20 მაისს ბრიუსელში გაიმართება ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომელშიცმონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (Resolute Support Mission-RSM) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, სადაც განხილული იქნებაავღანეთში არსებული ვითარება და ნატო-ს მისიის სამომავლო გეგმები.
ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები მისკოლეგებთან.