ახალ სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის „წიგნი ყველა სოფელს” პრეზენტაცია მოეწყო.
პროექტი „წიგნი ყველა სოფელს” 2 წლის მანძილზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდებოდა.
პროექტის პარტნიორების „ვისოლ ჯგუფის”, გამომცემლობა “პალიტრა L” -ის, „ბაკურსულაკაურის გამომცემლობის”, ახალგაზრდული მოძრაობა – “დავითიანნისა” და საქართველოს პარლამენტისეროვნულ ბიბლიოთეკის აქტიური მხარდაჭერით 2 წლის განმავლობაში საერთო ჯამში შეგროვდა 35 ათასი წიგნი,რომელიც გადაეცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 200-მდე ბიბლიოთეკას.
2016 წელს კი პროექტი სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ,,მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განხორციელდება.
სამინისტროსა და პროექტის პარტნიორებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. 2016წელს პროექტი განხორციელდება ” სტუდენტური ერთიანობის”, „ვისოლ ჯგუფის”, გამომცემლობა “პალიტრა L” -ის , „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის”, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა – „დავითიანნისა” და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის მხარდაჭერით.
სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის მაისიდან 5 თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვისშეგროვდება წიგნები და უსასყიდლოდ დარიგდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
წიგნების შესაგროვებლად, თბილისის მასშტაბით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სპეციალური ყუთებიგანთავსდა.
“წიგნი ყველა სოფელს” საქველმოქმედო პროექტია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია წიგნები უკვე შერჩეულლოკაციებზე მიიტანოს.
ლოკაციები:
- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
- „ვისოლის” ბენზინგასამართი სადგურები
- „სმარტის”, „ვენდისისა” და დანკინ დონატსის” ქსელის ობიექტები
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- სამების საკათედრო ტაძარი