„საქართველოში ზიკა ვირუსის გავრცელების გარკვეული რისკი არსებობს. ჩვენში ბინადრობს ამ ვირუსის გადამტანი ერთ-ერთი კოღოს სახეობა. ეს არის ეგზოტიკური დასახელების კოღო აედესეჯიპტი“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო ზიკა ვირუსის გავრცელებისთვის სარისკო არეალში დაასახელა,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ხათუნა ზახაშვილმა ტელეკომპანია „ GDS”-ზე, გადაცემა „2030“-ის ეთერში ისაუბრა.
„რისკს ამცირებს ის ფაქტი, რომ საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში ამ ვირუსით დაავადებული ადამიანი ჯერ არ რეგისტრირდება. კოღოს ეს სახეობა ოდესღაც ბინადრობდა საქართველოში, შემდეგ მათ საწინააღმდეგო ღონისძიებებმა ისინი გააქრო. მოგვიანებით კი კვლავ გამრავლდნენ. ისინი ზრდიან არა მხოლოდ ზიკა ვირუსის, კიდევ რამდენიმე გადამდები დაავადებების გავრცელების რისკს. ვირუსი გადაეცემა ასევე სქესობრივი გზითაც.
თავად ვირუსი არ იწვევს საშიშ დაავადებებს ადამიანში. ძალიან იშვიათადად შეიძლება გამოიწვიოს ე.წ გიემბარეს სინდრომი. უსიამოვნო შედეგი არის ის, რომ ორსული ქალი ზიკას ვირუსის გადატანის შემდეგ შესაძლოა გახდეს მიკროცეფალი ბავშვის მშობელი. მისი სიმპტომები ზოგადია და არ განირჩევა სხვა ბანალური დაავადებებისგან.
სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცა მოუწოდებდა ქვეყნებს, საქართველოში უკვე ჩატარდა სადეზინსექციო ღონისძიებები იმ ადგილას,სადაც შეინიშნება ეს კოღო. შავი ზღვის მთელ ტერიტორიაზე, ანაკლიიდან სარფამდე. ამის შედეგად გადამტანის რაოდენობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“.
ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა ასევეთუ რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ პროფილაქტიკის მიზნით.
„მოქალაქეებმა მათ გარშემოკოღოს გამრავლების კეთილსაიმედო პირობები არ უნდა შექმნან.არ შეინახონ წყალი თავღია ჭურჭელში.არ დაუშვან ტერიტორიების დატბორვა.ფანჯრები დაფარონ ბადეებით.ჩაიცვან ისეთი სამოსი,რომელიც სხეულს მეტად ფარავს“.
მანანა ღოღობერიძე