„ჩვენ არა თუ მოლოდინი, ეჭვიც კი არ გვაქვს, რომ ამ საქმის პროცესში რამე ეჭვი გამოვლინდება. არ გვაქვს მოლოდინი, რომ რომელიმე მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს“. „კაბელების საქმის“ დეტალებზე პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ტელეკომპანია „GDS”-ზე, გადაცემა „2030“-ის ეთერში ისაუბრა.
„სასამართლოს ჰქონდა ფუფუნება უბრალოდ ჩაეხედა დოკუმენტებში და ისე მიეღო გადაწყვეტიელბა. მკაფიო მტკიცებულებები გვქონდა, ამიტომ მის ფონზე რომელიმე მოწმის ჩვენება არ იყო მნიშვნელოვანი. ირაკლი ალასანაიას დაკითხვის უფლება და ვალდებულება ჩვენს გარდა, ჰქონდათ ადვოკატებსაც. შეეძლოთ დაეკითხათ და ჩვენების სახით წარმოედგინათ სასამართლოში, მათ ეს არ გააკეთეს.
ბრალდებულებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის,რომ კომპანია „სილქნეტს“ მიეღო მატერიალური სარგებელი. სახელმწიფო შესყიდვები ჩატარდა კანონდმებლობის უხეში დარღვევით. სააქციო საზოგადოება „სილქნეტს“ 2 თვით ადრე ჰქონდა ინფორმაცია თუ რას აპირებდა თავდაცვის სამინისტრო სამომავლოდ. „სილქნეტს“ ჰქონდა სხვა კომპანიებთან შედარებით მეტი დრო. სხვებს მხოლოდ 9-დღიანი ვადა მიეცათ. ბრალდებულებმა სხვა კომპანიებს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, შეგნებულად იცრუეს. არსებობს სატელეფონო კონტაქტის ამონაწერი და მეილებზე არსებული ინფორმაციის მტკიცებულებაც. ბრალდებულები არიან 2 დეპარტამენტის წარმომადგენლები და ამ დეპარტამენტებმა განახორციელეს სახელმწიფო შესყიდვა, ისინი არ იყვნენ ვალდებულები საქმის დეტალები გაეცნოთ ზემდგომი პირებისთვის,“ – განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე