„მე ვაპატიე იმ ადამიანებს, ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა, მაგრავ ვერ და არ ვაპატიებიმათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალისტებს ესვრის ქვას!“,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
კახა კალაძის თქმით, როგორც რიგით მოქალაქეს მას ძალიან კარგად ახსოვს, რას ნიშნავს,როცაქვას ესვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
„პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ კიდევ ერთხელ ხაზგასმითაცხადებს, რომ ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ყოველგვარი აგრესია და ძალადობა საარჩევნო პროცესში. სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სოფელ კორცხელში მაინცშეძლო პროვოკაციის მოწყობა. მათი გეგმით განხორციელებული პროვოკაციის მთავარიადრესატი იყო დიპლომატიური კორპუსი, რომელსაც უნდა შექმნოდა არჩევნების არასათანადოგარემოში ჩატარების მცდარი განცდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საარჩევნოპროცედურების დასრულებამდე იგეგმება სხვა პროვოკაციული ქმედებებიც, რაზეც მიანიშნებსრამდენიმე საარჩევნო უბნის გარშემო საეჭვო ადამიანების კონცენტრაცია. გარდა ამისა, გვაქვსკონკრეტული ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განზრახული აქვს სოფელ კორცხელისსაარჩევნო უბნის „ჩაშლა“. „ნაციონალურ მოძრაობას“ კორცხელში ჩაყვანილი ყავს ზაზაკედელაშვილის ზონდერჯგუფები, რომელთაც კონკრეტულად ხელმძღვანელობს გიგა ბოკერიადა ბატონი ბეჟაშვილი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ცოტა მოგვიანებით კიდევ გავაკეთებთ განცხადებას, სადაც ფოტო სურათებით დეტალურად მოგაწოდებთ კონკრეტულ ინფორმაციას იქ ჩაყვანილ ზონდერ პიროვნებებზე.
გვაქვს ინფორმაცია რომ უბნების დახურვის შემდგომაც გაგრძელდება პროვოკაციები.მოვუწოდებთ მოსახლეობას არ აყვნენ არავის და არ გახდნენ ნაციონალების დაგეგმილი სცენარისუნებური მონაწილეები. ამჯერად, მოდის შეტყობინებები, რომ მედიას არ აცლიან ადგილზემუშაობას და ზოგიერთმა პროვოკატორმა ქვების სროლა დაუწყო ჟურნალისტებს. როგორცხელისუფლების წარმომადგენელმა მინდა ვთხოვო შესაბამის ორგანოებს, ადგილზემობილიზებულ პოლიციელებს უმკაცრესად აღკვეთონ ნებისმიერი სახის ფიზიკურიდაპირისპირება, გამოავლინონ თითოეული ის პირი, ვინც ქვას ისვრის ან სხვა სახისპროვოკაციებს აწყობს, მაქსიმალურად დაიცვან ამომრჩეველი, საარჩევნო უბნები დაუზრუნველყონ მედიის უსაფრთხო და თავისუფალი მუშაობა!. მინდა აქვე დავამატო პირადადჩემგან ,როგორც რიგითმა მოქალაქემ, მე ძალიან კარგად მახსოვს, რაც არის, როცა ქვას გესვრიანდა სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, და მთელს ძალისხმევას მივმართავ პირადად მე, რომმსგავსი უმსგავსობა და ველურობა ვერასდროს გაიმეოროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“,მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და მოვუწოდებ ყველას- არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“სცენარით მოვლენების განვითარება. არ დავუშვათ, რომ ჩვენი უმთავრესი მონაპოვარიდემოკრატიული და ცივილური არჩევნები ჩვეულებისამებრ ძალადობის და უკანონობისპოლიგონად გადააქციონ. მე ვაპატიე იმ ადამიანებს ,ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა მაგრავ ვერ და არ ვაპატიებ იმათ ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალიტებს ესვრის ქვას!”,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.