სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 25-29 მაისს საქართველო ჯომარდობაში ევროპის თასის გათამაშებას უმასპინძლებს. ტურნირი ბორჯომის ხეობაში, ჭითახევში, მდინარე მტკვარზე გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია ევროპის 11 ქვეყნის 38 გუნდი.
ჯომარდობის ევრო თასის გათამაშებასთან დაკავშირებით, 23 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგნლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა შეხვდნენ.
ტურნირი გაიმართება ქალებსა და ვაჟებში 6 კაციანი ნავების კატეგორიაში მსოფლიო ფედერაციის საყოველთაოდ მიღებული წესებისა და ინსტრუქციის მიხედვით. შეჯიბრი ჩატარდება 4 დისციპლინაში: გრძელი დაშვება, ანუ downriver – (15 კმ მონაკვეთი) სპრინტი, სლალომი და პირისპირ დაშვება – 800 მეტრიანი მონაკვეთი.
საქართველო წარმოდგენილი იქნება 4 გუნდით, მათ შორის ეროვნული ნაკრებით, რომლიც თებერვლიდან გადის შეკრებას ბორჯომის ხეობაში მდ. მტკვარზე.
მონაწილე ქვეყნები: საფრანგეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, თურქეთი, ყაზახეთი, რუსეთი, ლატვია და საქართველო.
ტურნირზე დასასწრებად ჩამოდის საერთშორისო ფედერაციის მსაჯთა კოლეგია.
25 მაისს ჩატარდება ევროთასის მონაწილე გუნდების რეგისტრაცია,
26 მაისს ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა ქალაქ ბორჯომში,
27, 28, 29 მაისი – საშეჯიბრო დღეები, 29 მაისს გაიმართება დაჯილდოება და ღონისძიების დახურვის ცერემონია.
ღონისძიების მხარდამჭერები – საქართველოს სპორტისა და ახალგაზროდბის საქმეთა სამინისტრო, ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
გენერალური სპონსორი – კომპანია „ალტა სოფთვეარი“.
მხარდამჭერი – ჯიარ ტრანზიტ ლაინი
მასპინძელი სასტუმრო – „ბორჯომი პალასი“.
მედია პარტნიორები – ტელეკომპანია რუსთავი 2, რადიო იმედი, რადიო ჯაკო, ჟურნალი Georgian Day.
სპონსორები – ვისოლ ჯგუფი (ვისოლი, სმარტი, ვენდის, დანქინ დონატსი,)სნო, მეღვინეობა ხარება, სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“, ზედაზენი, თოლია, სუფთა სამყარო, რედ ბული, outdoor.ge , myreklama.ge, სარეკლამო კომპანია ენ უანი (N 1), იკაო, რაცია.ჯი, ლიგნუმი.
საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის განაცხადის საფუძველზე 2016 წლის მსოფლიო საჯომარდო კალენდარში ჩაინიშნა ევრო თასის გათამაშების თარიღი და ადგილი საქართველოში. http://www.internationalrafting.com/events-2/events/
აღსანიშნავია, რომ მოცემული თასის გათამაშებისთვის გათვალისწინებულია ფულადი საპრიზო ფონდი, რაც უფრო მიმზიდველს ხდის მონაწილეთათვის უცხო ლოკაციაზე პირველად სტუმრობას და ტურნირში მონაწილეობას.