იტალიაში ტურსტული ავტობუსი უფსკრულში ჩავარდა – სულ მცირე 38 ადამიანი არის დაღუპული, რომელთა უმეტესობა ბავშვები არიან.
მაშველები განაგრძობენ ნანგდევების გარჩევას და აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა მოიმატებს. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი ნეაპოლში მიემართებოდა, როდესაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და გაიტანა რკინის ღობე, რომელიც ყოფდა გზას და უფსკრულს.
ეს ტრაგედია, გუშინ 20:30 ადგილობრივი დროით მოხდა.
გაურკვეველი მიზეზების გამო, მანქანა რომელშიც 48 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის უმეტესობა ბავშვები, ქალაქ აველინოს მახლობლად უფსკრულში გადავარდა.
სააგენტოების ინფორმაციით, ავტობუსი ქალაქ კანოსიდან ნეაპოლში მიემართებოდა გზით A16, რომელიც იტალიის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროს აერთიანებს.
ზუსტი მონაცემები მგზავრთა შემადგენლობის შესახებ ჯერ ჯერობით გაურკვეველია.
ერთ-ერთი ვერსიით ავტობუსს მლოცველთა ჯგუფი გადაჰყავდა ქალაქ პუგლიიდან, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს და ცნობილია კათოლიკური ღირსშესანიშნაობებით.
სხვა მონაცემებით, ავტობუსი ან ქალაქ აველინოდან ან პიეტრელჩინიდან მოძრაობდა,პადრე პიოს ქალაქიდან, რომელიც კათოლიკებში საკმაოდ ცნობილი პადრეა.
თვითმხილველების თქმით, ავტობუსს არ ეტყობოდა არანაირი ტექნიკური პრობლემა მოძრაობის დროს, თუმცა მანქანამ მოულოდნელად კონტროლი დაკარგა და რამდენიმე მანქანასაც დაეძახა.ზოგი თვითმხილველი, იმასაც აღნიშნავს, რომ გასროლის ხმაც გაიგეს, რაც შესაძლოა საბურავის გასკდომის ხმა ყოფილიყო. სხვა სააგენტოების თქმით, ავტობუსის მძღოლმა ავარია მუხრუჭების გაუმართაობის გამო განიცადა. რკინის ღობის გატანის შემდეგ, მანქანამ 30 მეტრი გაიარა უფსკრულში ჩავარდნისას, სანამ საბოლოოდ გაჩერდა.
მაშველებმა 38 გარდაცვლილი ადამაინი უკვე იპოვა, ხოლო 10 მძიმედ არის დაშავებული და გადაყვანილი აველინოს საავადმყოფოში. ცნობილია, რომ ავტობუსში ბავშვებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი ზუსტი რაოდენობა გარდაცვლილთა და დაზარალებულთა სიაში ჯერ უცნობია. მძღოლი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა უმეტესობა პატარა ქალაქებში ცხოვრობდნენ, ნეაპოლის მახლობლად – ეს გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილთა ნათესავები ჩამოვიდნენ.
გვამები, ავტობუსიდან და მისი ქვეშიდანაც ამოიყვანეს. ადგილობრივი ტელევიზია, აშუქებს ამ მოვლენას. ნაჩვენებია კადრები, თუ როგორ ჭრიან ავტობუსის ნანგრევებს და ბალახსაც კი. მაშველების მოსვლამდე, შემთხვევის ადგილი სრულად ჩაბნელებული იყო, მათ სპეციალური პორტატული განატება გამოიყენეს. ძირითადი დაზიანება, ავტობუსის ზედა მხარეს მოხდა, სადაც მგზავრების ადგილი იყო, ხოლო ნაკლებად ავტობუსის ქვედა ნაწილი დაზიანდა. სახურავის და კედლების ნაწილი თითქმის მთლიანად განადგურდა დარტყმის შედეგად, ხოლო ამ ელემენტების დარჩენილი ნაწილი მაშველებმა მოჭრეს.
გვამები ამოყვანილი იქნან იმ ადგილას, სადაც ავტობუსმა ღობე გაიტანა. ფოტოებზე 10 გვამი, დაფარული თეთრი ქსოვილით ცანს. მოგვიანებით ისინი, ერთნაირ ხის კუბოებში იყვნენ განთავსებულნი. სავალ ნაწილზე რამდენიმე მანქანაც იყო, რომელიც ავტობუსმა ჩავარდნამდე დააზიანა. უცნობია ფაქტი, ამ მანქანების მგზავრების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ნეაპოლ-ბარის გზა გადაკეტილია. შემთხვევი ადგილზე რეგიონის პროკურორი იმყოფება და გამოძიება მიმდინარეობს.
აქვე ავღნიშნავთ, რომ დიდი საგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ რუსეთშიც მოხდა. 13 ივლისს, “ახალი მოსკოვის” ტერიტორიაზე ხრეშით დატვირთული მანქანა, “კამაზის” მარკის ავტობუსს დაეჯახა. ავტობუსში 60 ადამიანი მგზავრობდა. ამ შემთხვევის შედეგად. ავტობუსი ორად არის გადახსნილი, გარდაიცვალა 18 ადამიანი, ხოლო 50 დაშავდა.
29.07.13