,,აუდიტორია #115-ის” სტუდენტები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და აქციას აანონსებენ:
,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს სტუდენტური თვითმმართველობის 20-ამდე წევრი ფიზიკურად გაუსწორდა აუდიტორია 115-ის ერთ-ერთ წევრს.
ჩვენ, სტუდენტებმა, დავიკავეთ სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური კაბინეტის მიმდებარე ტერიტორია და არ მივცემთ მოძალადეებს იმის საშუალებას, რომ მშვიდად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა კაბინეტებში.
ასევე, სახელმწიფოს ვუყენებთ ულტიმატუმს, 25 მაისს, 18 საათამდე, უნდა იქნეს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სტუდენტური თვითმმართველობა გაუქმდება უახლოეს დღეებში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად სტუდენტები გამოვაძევებთ მოძალადეებს კაბინეტებიდან.
იმაზე, რაც დღეს უნივერსიტეტში ხდება და შეიძლება მოხდეს, პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, ვინაიდან, მათ ვერ მოახერხეს ამ დროის განმავლობაში ის, რომ ძალადობრივი დაჯგუფებები მოეშორებინა უნივერსიტეტიდან.
გელოდებით ხვალ, 18 საათზე, ყველას უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში. იმ შემთხვევაში, თუ მაღალი რანგის საჯარო პირები ამ დრომდე არ გააკეთებენ ოფიციალურ განცხადებას, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის რადიკალურ ქმედებებზე. თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
უნივერსიტეტში ძალადობის ადგილი არ არის!”- წერია განცხადებაში.
ნატალია ჯალაღონია