2016 წლიდან 25 მაისი აღინიშნება, როგორც ქართული ფოტოგრაფიის დღე.
გალერეა ,,კონტეინერში” გამოტანილია სიმბოლური მანიფესტი 25 მაისის ქართული ფოტოგრაფიის დღედ გამოცხადების მოთხოვნით, რომელზეც ხელის მოწერა ყველა მსურველს შეუძლია.
გამოფენის იდეის ავტორის, ხელოვნებათმცოდნე ნათია წულუკიძის თქმით, 118 წლის წინ, 1897 წლის 25 მაისს, თბილისში კავკასიაში პირველი ფოტოგამოფენა დაიხურა, სადაც საუკეთესო ფოტოგრაფები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ.
მისი თქმით, 1897 წელს ჩატარებული გამოფენის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ვიცით, რომ 25 მაისს საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ სწორედ 25 მაისი შეერჩიათა ქართული ფოტოგრაფიის დღედ.
გამოფენაზე, რომელიც აქციის სახეს ატარებს, 40 ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევარია გამოტანილი. მონაწილე ფოტოგრაფების თქმით, გამოფენა მათი შემოქმედების პოპულარზაციას ისახავს მიზნად.
ნატალია ჯალაღონია