ცნობილი ვარსკვლავი რობი უილიამსი უკვე თბილისშია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.
ცნობილი ვარსკვლავის კონცერტი ზეგ დინამოს სტადიონზე გაიმართება, სადაც სცენის დასამონტაჟებლად ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ლეგენდარული მომღერალი თბილისსში შემქმედებით ჯგუფთან ერთად ჩამოდის, საქართველოში მზადება სამი კვირით ადრე დაიწყეს.
დინამო არენაზე სცენა ფაქტობრივად მზად არის. უკვე შემოწმებულია სცენა და განათებები. ამ ყველაფერზე კი საერთაშორისო ჯგუფმა იმუშვა.
კონცერტზე დასასწრები 37 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია.
რობი უილიამსის კონცერტი დინამო არენაზე 27 მაისს გაიმართება.