ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ევროპული თანამშრომლობის გენერალურ დირექტორთან რობერტ დე ხროოტთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელთან დირკ იან კოპთან, ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან- მიხილ სერვაესთან და ჰან ტენ ბრუკესთან (თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, პარტიის სპიკერი საგარეო საკითხებზე).
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი საჯარო ლექციას გამართავს ჰააგის გლობალური სამართლის ინსტიტუტში (Hague Institute for Global Justice), სადაც გაიმართება დისკუსია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე.