პარტია “თავისუფალ დემოკრატებს” ახალი წევრი ჰყავს. ”თავისუფალი დემოკრატების” ინფორმაციით, პარტიის რიგებს იურისტი მიხეილ ავაკიანი შეუერთდა. ავაკიანი საზოგადოებას “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა.
როგორც ”თავისუფალ დემოკრატებში” აცხადებენ, მიხეილ ავაკიანი არის არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’შენ’’-ის ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს-ჯგუფის წევრი, საქართველოს სომეხ ახალგაზრდათა კავშირის თავჯდომარე, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწე. იგი ასევე არის საქართველოს სომეხთა ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელი, ფონდ ‘სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი’ რეფერენტი, World Bank-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან არსებული Youth Voices Georgia-ს ევროპის საბჭოს განათლების დირექტორატი, ‘’საგანმანათლებლო პოლიტიკა და საქართველოს უმცირესობები’’ (სტრასბურგი), სამუშაო ჯგუფის ექსპერტი.