ფოტოზე ოქროს მაღაროში მომუშავე ადამიანებს ვხედავთ. ეს მაღარო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მდებარეობს. ქვეყანა სხვა ბუნებრივ რესურსებსაც ფლობს. მათი ღირებულება ტრილიონობით დოლარს შეადგენს, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობა მაინც უკიდურეს სიღარიბეში უწევს ცხოვრება.
„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ სტატიას წიგნიდან „მძარცველი მანქანა“, რომელიც ჟურნალისტმა ტომ ბრიუგმა საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით დაწერა. წიგნში საუბარია საკითხზე, რომლის მიჩქმალვასაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აქტიურად ცდილობენ.
რატომ არის მდიდარი რესურსები მქონე აფრიკა დღეს მსოფლიოში ყველაზე ღარიბი კონტინენტი?
კატანგის პროვინცია, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მდებარეობს, მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ისეთი მინერალებით, როგორიცაა ბრილიანტი და ოქრო.
კატანგაში სამრეწველო ბუმი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტმა ლაურენტ კაბილამ და მისმა შვილმა ჯოზეფმა საერთაშორისო სამთო სამრწეველო კომპანიებთან ხელშეკრულებები გააფორმეს. მათი უმრავლესობის შესახებ ინფორმაცია დღემდე გასაიდუმლოებულია.
ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, ორმხრივ სარგებელზე იყო გათვლილი. ის სიმდიდრე, რაც ამ შეთანხმებას მოჰყვა, კონგოს ელიტამ გადაინაწილა, მოსახლეობას კი თითქმის არაფერი დარჩა. აშშ-ს კვლევითი ფონდის ცნობით, 1999 წლიდან 2002 წლამდე, კონგოში კაბილას რეჟიმის დროს, სახელმწიფოს წესით, 5 მილიარდი დოლარის აქტივები უნდა მიიღო. თუმცა მილიარდობით დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტში არ ირიცხებოდა და თვითნებურად იხარჯებოდა.
ამ ფაქტზე, რა თქმა უნდა, პროტესტი გამოთქვეს კონგოელებმა. თუმცა პროტესტი მაქსიმალურად ძალადობრივი მეთოდებით იქნა ჩახშული. ამ ფაქტზე საერთაშორისო საზოგადოებას ხმა არ ამოუღია. ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი ქვეყნების წამყვან ბიზნეს კორპორაციებსა და კაბალას შორის დადებული შეთანხმების ჩაშლის საშიშროება იყო.
2004 წელს ტრაგედია დატრიალდა. პატარა ადგილობრივმა დაჯგუფებამ ავსტრალური სამთო სამრეწველო კომპანიის Anvil-ის ტერიტორია დაიკავა სოფელ კილვაში. პროტესტის მთავარი მოთხოვნა ადგილობრივი მუშებისთვის შესაფერისი ანაზღაურებისა და პირობების მიცემა გახლდათ.
კონგოს ხელისუფლებამ ამ ფაქტზე რეაგირებისთვის არმია გამოიყენა. გამიზნული შეტაკების შედეგად 100 პროტესტანტი დაიღუპა, სხვა დანარჩენები დაიჭირეს.
თანამედროვე კოლონიალიზმი?!
ქვეყნის ბუნებრივი რესურსებისა და სიმდიდრის მითვისება, ძალადობა და ამ ყველაფრის ფონზე ქვეყანაში უკიდურესად მაღალი სიღარიბის მაჩვენებელი – ამ ყველაფრის კომბინაცია ნამდვილად გვაძლევს 21-ე საუკუნის კოლონიალიზმს. ტომ ბიურგის თქმით, შემთხვევითი არაა, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ასეთი სიტუაციაა, ეს არამხოლოდ კონგოს, არამედ მთელი აფრიკის რეალობაა.
წიგნის ახალ გამოცემაში ვკითხულობთ: „პარადოქსია მაგრამ, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი კონტინენტი, უდავოდ, ყველაზე მდიდარიცაა“. ტომ ბიურგსმა ლაგოსსა და იოჰანესბუგში უამრავი მასალა მოიპოვა აფრიკის ბუნებრივი რესურსების შესახებ. კოლონიზაციის პერიოდში მათი უმეტესობა აფრიკას ჩამოართვეს, თუმცა „აფრიკის წლების“ შემდეგ, ამ რესურსის დაგროვება, კონფისკაცია და ამოღება მოხდა. სამწუხაროა, რომ კორუფციის დონემ „საცავების კარი“ მაინც გაარღვია, კოლონიზატორი სახელმწიფოების გარეშე დარჩენილმა დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა, რომელთაც წესით, ეს მარაგი დროთაგანმავლობაში უნდა გამოეყენებინა – ხელცარიელი დარჩა. მოსახლეობა უკიდურესად გაღარიბდა.
„როდესაც უცხო ძალა გადის და ხდები დამოუკიდებელი, ეს არ ნიშნავს სრულ დამოუკიდებლობას-ამბობს ავტორი-პირიქით, შეიძლება უფრო დიდი უღელი დაგადგეს, უცხო ძალას ცვლის ადგილობრივი ელიტა და მათ შორის დიდი განსხვავება არცაა. მაგალითად, სადღაც ნიგერიაში „ექსტრაქტორი ელიტა“ არა მხოლოდ სამთო რესურსს, ნავთობსაც ჰყიდის, ჰყიდის ყველაფერს,რაც მოიპოვება ქვეყანაში.
არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება კოლონიზაცია დასრულდა და ქვეყნებს აქვთ ისეთი სახელი, როგორიც არის კონგოს „დამოუკიდებელი“ რესპუბლიკა, მაგრამ რეალურად კოლონიზატორი ქვეყნები ჩანაცვლებულია, ამ ქვეყნებიდან წამოსული სამთო სამრეწველო კომპანიებით. მათი მხრიდან მიყენებული ზარალი უფრო დიდია. ესაა ძალიან სწორი და პატარა გზა კოლონიური ექსპლუატაციიდან თანამედროვე ექსპლუატაციამდე.“
ბიურგს მაგალითად მოჰყავს ანგოლა. ქვეყანა თავისი მშპ-ს ნახევარს სწორედ ნავთობის მეშვეობით გამოიმუშავებს. რეალურად, შემოსავლის ნახევარიც კი არ ირიცხება ბიუჯეტში. 2011 წლის IMF-ს აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2007 წლიდან 2010 წლამდე შავი ოქროს მრეწველობიდან შემოსული 32 მილიარდი აშშ დოლარი გაქრა.
საიდუმლო შეთანხმებები:
პანამის დოკუმენტების საქმე საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. ამ დოკუმენტების გასაჯაროების შედეგად ბევრი ეჭვი აფრიკული სახელმწიფოების მმართველ ელიტებსა და კომპანიებს შორის საიდუმლო ხელშეკრულებების შესახებ დადასტურდა.
საქმე იურიდიული ფირმა მოსაკ ფონსეკას 11 მილიონზე მეტ საბუთს ეხება. საბუთებში ჩანს, თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და გავლენიანი ადამიანები გადასახადებისგან თავის ასარიდებლად და ფულის გასათეთრებლად ე.წ „ოფშერულ“ ზონებს.
ავტორი წერს,რომ ებრაელი ბიზნესმენი დეინ გერტლერი ამ დოკუმენტის სიის სათავეებშია. მას მეგობრული ურთიერთობა აქვს კონგოს პრეზიდენტ ჯოსეფ კაბილასთან. რისთვისაც „დაჯილდოვდა“ კონგოს ბრილიანტებზე მონოპოლიით და ძალიან მალე მილიარდელი გახდა.
თანამედროვე გლობალურმა ერამ ფართოდ გაუღო აფრიკის კარი „მისტიური“ და გაურკვეველი წარმოშობის მოვაჭრეების ახალ თაობას.
ჟურნალისტმა წლები მოანდომა, რომ ჩინელი ბიზნესმენის სამ პას კვალზე გასულიყო. ამ ბიზნესმენმა მრავალჯერადი ალიანსებით მოახერხა, რომ აფრიკის კონტინენტიდან ანგოლის ნავთობით დაწყებული ზიმბაბვის ბრილიანტებით დამთავრებული მიეღო. ბიურგსი წერს, რომ სამ პასთან ერთად ძალიან ბევრი ჩინელი ბიზნესმენია არაკანონიერად აფრიკაში გაფანტული. მისი თქმით, ამ ადამიანებს თავად ჩინეთის ხელისუფლება მფარველობს.
„გამოსავალი? – გამოვასალი ალბათ ისაა,რომ აფრიკამ უნდა გაიაზროს ერთი მარტივი თეზა: მსოფლიო სავაჭრო სივრცე ის არქიტექტურული ნიმუშია, რომელიც ყველა მკაცრი წესის დაცვით იგება და მუდმივად აგრძელებს მშენებლობას. მას აქვს თამაშის წესები და ტარიფები. აფრიკის ქვეყნებმა უნდა მოახდინონ თანამედროვე, ორთოდოქსულ საბაზრო სისტემასთან ადაპტაცია, გაზარდონ ტარიფები. მიჰყვნენ მას და ჩაერთონ მსოფლიო ეკონომიკურ შეჯიბრებაში,სადაც დღესდღეობით, ბოლო პოზიციებს იკავებენ,“- წერს ბიურგსი.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე