1372141298_sozar_subari-2„როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, საქართველოში პოლიტიკა აღარ არსებობდა, იყო ერთი ადამიანის მმართველობა და აბსოლუტური ავტოკრატია. განსაკუთრებით 2011 წლის 26 მაისის შემდეგ პოლიტიკა მოკვდა და ეს პოლიტიკა გააცოცხლა ერთი ადამიანის მოსვლამ. მან გააჩინა იმედი, და გაუჩინა ქვეყანას შანსი, რომ გახდეს ევროპული სამყაროს ნაწილი“. ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „GDS”-ზე, გადაცემა „2030“–ის ეთერში ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ წერილი გამოქვეყნდა სწორედ ახლა, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და საკმარისი პერიოდია გასული განვლილი საქმეების შესაფასებლად. ამ წერილით კიდევ ერთხელ დადასტურდა,რომ ქვეყნის ისტორიული არჩევანი არის ქართველი ხალხის  და არა რომელიმე პარტიის არჩევანი. ეს არის საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში, სწრაფვა ამ სივრცისთვის დამახასიათებელი ღირებულებების დამკვიდრებისკენ. ეს არ ხდებოდა ადრე, იყო ბევრი საუბარი ევროპის შესახებ, მაგრამ იყო აბსოლუტური უკუსვლა. ღმერთმა არ დაგვაბრუნოს იქ.

წერილში მნიშვნელოვანია ასევე ხაზგასმა ანგარიშვალდებული მთავრობის ჩამოყალიბებაზე. მთავრობა, რომელიც იღებს მოსახლეობის შენიშვნებს, უსმენს მათ, ანგარიშს აბარებს და ახდენს თავისი პოლიტიკის კორექტირებას“.

სოზარ სუბარმა  „ნაციონალური მოძრაობის“  წარსულ შეცდომებზე და  მომავალ შანსებზეც ისაუბრა.

„ „ნაციონალური მოძრაობა“დღესაც ყველაზე დიდი ფრაქციაა პარლამეტში, მართალია გაყალბებით და ძალადობით, მაგრამ მათ აქვთ საკმოდ ფართო ურთიერთობები ქვეყნის გარეთ. აქვთ  პრეტენზია მხარდაჭერის მოპოვების. ცხადია გამარჯვებაზე საუბარი არის ჩვეულებრვი წინასაარჩევნო რიტორიკა, მაგრამ მათ აქვთ შანსი გახდნენ მეორე პარტია. ამისათვის ხალხს უნდა შევახსენოთ მათი საქმიანობა.  წინა ხელისუფლების პირობებში პატიმრების რაოდენობით პრაქტიკულად გავედით მსოფლიოში მეორე ადგილზე, სააკაშვილის დროს იყო გამამტყუნებელი განაჩენის 1 %. ასევე ყველაზე მაღალი იყო  პატიმრების სიკვდილიანობა, საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით 3–ჯერ მაღალი.

დიახ ეს არის დემოკრატია, როდესაც სასამართლოები გადაეცემა პირდაპირ ეთერში, ადამიანები ღიად დაობენ ვინ უნდა იყოს კონკრეტული არხის თუ კონკრეტული ქონების მფლობელი. ეს არის ერთადერთ გზა, რომელზეც გადის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის დემოკრატია, ადამანის უფლებებს დაცვა, ეკონომიკური განვითარება“.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 137 times, 1 visits today)

კომენტარები