დღეიდან იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ბორჯომელებსაც შეუძლიათ. იუსტიციის სახლის რიგით მეჩვიდმეტე ფილიალი ბორჯომში იუსტიციის მინისტრმა თეაწულუკიანმა გახსნა.
ბორჯომის იუსტიციის სახლი მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლეს ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებისმიღება ბორჯომშიც მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოშია შესაძლებელი.
ბორჯომის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიება საღამოს 19:00 საათიდან დაიწყო. ოფიციალურ სტუმრებთან ერთად ცერემონიალს ბორჯომელები და ქალაქის სტუმრებიდაესწრნენ. დღესასწაულის მონაწილეებმა შთამბეჭდავი საზეიმო პროგრამა იხილეს: მიმდებარეტერიტორია ყვავილების ინსტალაციით მოირთო, გაიმართა კონცერტი თბილისის „ბიგ-ბენდისა“და ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით; ასევე, გაიმართა სპეციალური ღონისძიებებიბავშვებისთვის. საღამო ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.
ბორჯომის იუსტიციის სახლი 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ცენტრალური პარკის მთავარშესასვლელთან მდებარეობს. მისი მშენებლობა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ორნამენტმა“განახორციელა.
ბორჯომის იუსტიციის სახლი ბოლო ორი წლის განმავლობაში აშენებული მეხუთე ფილიალია. 2014 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთისა და ყაზბეგისიუსტიციის სახლები. მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს კიდევ 3 ქალაქში_ ონში, ახალქალაქსა და ლაგოდეხში.
იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას ბორჯომში დაესწრნენ საკანონმდებლო დააღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის,საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისწარმომადგენლები.