„მე ვთვლი რომ წერილის რეზონანსი ნულის ტოლი იყო. სწორედ ამიტომ უნდა ბიძინა ივანიშვილს ახლა ყველა ეთერის გამოყენება საკუთარი წერილის გასაპიარებლად“. ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზებულ ინტერვიუს ფორმატზე და ტელევიზიის გადაწყვეტილებაზე ტელეწამყვანმა, „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილმა „TV პირველზე, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ ისაუბრა.
„ეს არ იყო საგანგებო ფორმატი. ეს იყო შემოთავაზება ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენ გვეთქვა უარი. თუ ინტერვიუ უნდოდა „რუსთავი-2“-თან რა საჭირო იყო ორი ტელევიზია. მეორე საკითხია შემოთავაზების ფორმა. რას ნიშნავს მოდერატორი, რაღაც ნეიტრალური სივრცე, საომარ მდგომარეობაში ხომ არ ვართ. ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია. თანახმა ვართ პირდაპირი ეთერი იყოს, ოღონდ მობრძანდეს ჩვენთან სტუდიაში. ჩვენთან არც გველებია და არც წყალში ვასხამთ შხამს. აქ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე , პრემიერ-მინისტრები თავისუფლად დადიან. რა პრობლემაა, რომ მოვიდეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ულტიმატუმების გარეშე.
ოფიციალური სტატუსით ბიძინა ივანიშვილი არის არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, თუმცა არაოფიციალურად ის არის ამ ქვეყნის მმართველი. პრესკონფერენციაზე რა თქმა უნდა მთავარი კითხვა იქნება „რუსთავი-2“-ის საქმე. უცნაურად დაემთხვა, რომ ხვალ არის ჩვენი პროცესი და არ არის გამორიცხული სწორედ ხვალ გამოცხადდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ეს ორი ოვლენა ერთმანეთს,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე