“ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა და ადამიანის უფლებები უნდა იყოს ყველაფრის სათავეში,” – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკში“, ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ადამიანის ძირითადი უფლება და ერთ-ერთი განმსაზღვრელი უნდა იყოს, რომ მას საკუთარ ქვეყანაში სამუშაოს შოვნა შეეძლოს და ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი. ეს ეკონომიკაზეა დაფუძნებული, რა თქმა უნდა და ამ მხრივ, პრობლემები დიდია და გასაკეთებელი ძალიან ბევრია. არც დემოკრატიულ ინსტიტუტებზე მაქვს ილუზია, რომ ყველაფერი დასრულებულია ან საუკეთესო ვარიანტია. რაც შეიძლებოდა მოკლე დროში, ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა და ადამიანის უფლებები უნდა იყოს ყველაფრის სათავეში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.