მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მათ წისქვილზე ასხამს ხშირად წყალს, არ მგონია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” კაცი იყოს, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ უნდა ახსოვდეს საზოგადოებას ნიკა გვარამიას ყოფილი პროკურორობა და არა ლევან მურუსიძის მოსამართლეობა.
”ყველაზე დიდი ტრაგიზმი იყო გირგვლიანის თემა, თუმცა მკვლელობები სხვაც მოახერხა ხელისუფლებამ. მინდა ქრონოლოგიურად მივყვე, რამდენიმე წლის წინ მურუსიძე სასამართლოში მეორედ აირჩიეს, თუმცა მაშინ ხმაური არ აუტეხავს არავის, არც ”რუსთავი 2”-ს, არც ენჯეოებს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერი ლევან მურუსიძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ”რუსთავი 2”-ს და ”ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირებს.
”ეს თემა, ”ნაციონალური მოძრაობის” აწეულია. მათ რიცხვში პრეზიდენტიც ხშირად მათ წისქვილზე ასხამს წყალს, არ მგონია მათი კაცი იყოს, მგონია, რომ მათგანაც გამოუყენებელია. მაგრამ ბევრი ჩაერთო შემთხვევით ამ საკითხში და ბევრმა დაასხა იმ წისქვილზე წყალი. თემა მათი აწეული იყო და რატომ? ეს ხელწერა მათია. რატომ მაშინ არ აგინებდნენ, მეორე თანამდებობა რომ მისცეს?! – ალბათ იმიტომ, რომ მათ აღარ ემორჩილება. ახლა წარმოაჩინეს, რომ ყველაფერი ლევან მურუსიძემ გააკეთა და არა იმ სისტემამ, რომელიც მათივე შექმნილი იყო. ეს გუნდი ედავება მას, ვისი მსხვერპლიც იყო სასამართლოც და მურუსიძეც”, – დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.