ჯეჯელავააუდიტორია 115-ის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შეხვდა. შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. მინისტრმა და სტუდენტებმა განათლების ფუნდამენტურ რეფორმასთან და თვითმმართველობის სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

”ეს არის ხალხი, რომელსაც უნდა უნივერსიტეტის განვითარება, წინსვლა და უნდა რომ არა მარტო ეს დაწესებულება, არამედ ყველა უმაღლესი სასწავლებელი იყოს მოწინავე. ცალსახად ამ პოზიციას ვიზიარებთ მეც და სამინისტროც, რომ უნივერსიტეტი უნდა განვითარდეს და აჰყვეს დროს. გუშინდელი მეთოდებით მუშაობა შეუძლებელია. სიმწვავე არის კონკრეტულ საკითხებში, რომელიც სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ რაღაც საკითხების მოგვარება გაიწელა. შესაბამისად, სტუდენტები საკმაოდ ვალიდურად აფიქსირებენ თავის სურვილს, რომ ეს საკითხები ძალიან მალე მოგვარდეს. ეს ეხება იმ საკითხებს, რაც პრემიერთან და სხვა ოფიციალურ პირებთან დადასტურდა. სტუდენტები გაგებით ეკიდებიან იმას, რომ ახალი პირი შემოვიდა მოლაპარაკებებში და მაძლევენ საშუალებას მათთან ვიმუშავო კონსტრუქციულად პირველ რიგში იმ საკითხებზე, რომელიც არ ითმენს. ეს არის განათლების ფუნდამენტური რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, ეს არის თვითმმართველობა. მე დავალება მივიღე სტუდენტებისგან, რომ ძალიან ოპერატიულ რეჟიმში შევეცადო მთავრობაში ყველა ეს საკითხი გადავწყვიტო.

ისინი არ ითხოვენ თვითმმართველობის გაუქმებას, ისინი ითხოვენ, რომ ახლანდელი ფორმა და სისტემა თვითმმართველობის შეიცვალოს პროგრესული და გამჭვირვალე სისტემით. ის, რომ სტუდენტი უნდა იღებდეს მონაწილეობას სასწავლებლის მართვაში, ამის გაუქმებას სტუდენტები არ ითხოვენ”, -განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა.

ნათია კეკენაძე

Please follow and like us: