“8 ივნისიდან, ოფიციალურად, საქართველოში დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა, რაც იმასნიშნავს, რომ მთელი რიგი რეგულაციები კანონმდებლობის მიხედვით, ძალაში შედის”, – ამისშესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემისკომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტიმნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.
„შესაბამისად, იზღუდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში. ესარის დემოკრატიის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი და ვფიქრობთ, კონსულტაციებმა, რომელიცგაიმართა პრეზიდენტთან და პარლამენტთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის სხდომის განკარგულების მიხედვით, არჩევნების დანიშვნის თარიღზეკონტრასიგნაცია გაკეთდა.