საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა აზიის განვითარების ბანკის (ADB) შვიდი აღმასრულებელი და ალტერნატიული დირექტორი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი წარმომადგენლობითი ვიზიტი საქართველოში ADB-დან ჯერ არ განხორციელებულა.
როგორც ფინანსთა სამინისტრო იტყობინება, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, დაეხმარონ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის როლის გაძლიერების, ისე – პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით.
მარიამ ტაკაშვილი