ეროვნული ბანკის 7-დღიან #31-ე, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 235 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხის განაცხადი ორ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი – 4.00 პროცენტით, მაქსიმალური – 4.05 პროცენტით, ხოლო, საშუალო შეწონილი – 4.00 პროცენტით განისაზღვრა.
01.07.13