სტამბოლში პოლიციამ ლგბტ აქცია დაარბია. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ვრცელდება ინფორმაცია 11 დაკავებულზე.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლგბტ წარმომადგენელთა შეკრება „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ მიზნით აკრძალა.
კიდევ ერთი ყოველწლიური ლგბტ აქცია, რომელიც 26 ივნისს სტამბოლში იყო დაგეგმილი, ასევე აიკრძალა.
სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები თურქეთში აღლუმს 2003 წლიდან მართავენ.
აქციის ორგანიზატორებმა აღლუმის ჩატარების აკრძალვა კონსტიტუციისა და კანონის დარღვევად შეაფასეს და სასამართლოში ჩივილს აპირებენ.