„კერძო მაუწყებლებს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება აქვთ არჩევნებამდე ორი თვით ადრე“. საკანონდმებლო ცვლილებებზე და მაუწყებელთა წინასაარჩევნო ვალდებულებებზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „მაესტროს ფაქტორში“ ისაუბრა.
„არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა მაუწყებლების ინტერესები იყოს იგნორირებული და მათ მცირე ზარალი მიიღონ. მაუწყებლებს ჰქონდათ ვალდებულება, რომ ყოველ 3 საათში ერთხელ, კვალიფიციური სუბიექტებისთვის გამოყონ უფასო პოლიტიკური რეკლამის სახით 90 წამი. აქამდე იყო მხოლოდ 5 კვალიფიციური სუბიექტი, შესაბამისად 3 საათში ერთხელ ეს იყო 7 წუთ-ნახევარი. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ფრაქციის წევრებთან და ვახტანგ ხმალაძესთან. შეიცვალა მონაცემები და მესამე მოსმენაზე წარდგენილია შეცვლილი სახით.
დღევანდელ პირობებში,როცა წინასაარჩევნო კამპანია 4 თვით ადრე დაიწყო, მაუწყებლები ვალდებულნი არიან მოთხოვნის შემთხვევაში უკვე განათავსონ უფასო პოლიტიკური რეკლამა. ცვლილებები ამ ნაწილსაც გულისხმობს და დარჩება კვლავ სავალდებულო ორი თვე. მაუწყებლების ინტერესები გათვალისწინებული იქნება,“ – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მანანა ღოღობერიძე