მსოფლიოში ცნობილმა სავაჭრო საიტმა Amazon.com-მა გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტი” შეიძინა.
Amazon.com-ის დამაარსებელი ჯეფრი ბეზოსი აღნიშნული გაზეთის მფლობელი 250 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გახდა. ბეზოსმა განაცხადა, რომ გაზეთი ქვეყნის მაშტაბით ეფექტურია და მათი მიზანია არსებული მკითხველის შენარჩუნება. იგი იმედიანადაა განწყობილი ”ვაშინგტონ პოსტი”-ის მომავლის მიმართაც.
გამოკვლევების თანახმად, ”ვაშინგტონ პოსტთან” ერთად ასევე გაიყიდა გაზეთები ”ექსპრესი”, ”გაზეტტე”, ”საუთერნ მერილენდი”, ”ფეირფაქს ქაუნთი თაიმს”, ელ თიემპო ლათინო” და გამომცემლობა ”გრეითერ ვოშინგთონ”.
გასულ დღეებში კი ”ნიუ იორკ თაიმსი”-ს ბაზაზე არსებული ”ბოსტონ გლობი” 70 მილიონ დოლარად შეიძინა ბეისბოლის გუნდის ”ბოსტონ რედ სოქსის” მფლობელმა ჯონ ჰენრიმ.