„საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩავატარეთ და გამორიცხა სალონში სხვა პირის არსებობა სისხლის შხეფების განფენიდან გამომდინარე. ასევე გამოირიცხა წინა მარჯვენა და მარცხენა ფანჯრიდან შეყოფილი ხელით მიყენებული ზიანი“. ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპერტიზების დეტალებზე ექსპერტ-კრიმინალისტმა მაია ნიკოლეიშვილმა „GDS“-ზე, გადაცემა „2030“-ის ეთერში ისაუბრა.
„პროკურატურის მიერ გაკეთებულ დასკვნასთან არანაირი შეხება არ მაქვს. მე მონაწილეობა მივიღე სამედიცინო ექსპერტიზაში.
ჩვენ ყველა უჩვეულო პოზიციები გადავამოწმეთ. პრაქტიკულად გამოირიცხა, მაგრამ გამოგონების რეჟიმში ვეღარ გადავალთ. თუ რაიმე შესაძლებლობები გვაქვს, ჩატარდა ყველა სახის ექსპერტიზა და არც ერთი არ ეწინააღმდეგება საბოლოო ვერსიას. მტკიცებულებითი ნაწილი მაქსიმალურად გამოვიყენეთ. ჩემთვის აქ მთავრდება, ჩვეულებრივ პოზიცებში აქ მეორე პირი არ ყოფილა“.
მანანა ღოღობერიძე