საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 22 წელი გავიდა-აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგიკვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთანერთად დაესწრო.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულიდღესასწაული მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის.
“ძალიან საამაყოა, რომ ეს სამსახური ჩამოყალიბდა სტრუქტურად, რომელიც მაღალიპროფესიონალიზმით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ემსახურება ქვეყნისუსაფრთხოების განმტკიცებას. მართლაცდა საამაყოა, რომ ამ სამსახურის პროფესიონალიზმიაბსოლუტურ შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო სტანდარტთან, რაც არაერთხელ აღნიშნულა,როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მაღალი დონის სტუმრების მხრიდან, თუსხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით დამადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს იმ უდიდესიდახმარებისთვის , რომლიც წყალობითაც დღეს ჩვენ ვამაყობთ ამ სამსახურით,”-განაცხადაპრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა პროფესიული დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცაწვევამდელებს და იმედი გამოთქვა, რომ ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ სამშობლოსმშვიდობიანი განვითარების საქმეში.
“მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ეს დღე ახალწვეულებს, ძალიან დიდი სიხარულით მინდააღვნიშნო და აღფრთოვანება გამოვხატო თქვენს მიერ ერთხმად შესრულებული სახელმწიფოჰიმნის გამო და მინდა გისურვოთ ქვეყნის სამსახურში დგომა, უანგარო სამსახური. გისურვებთ უსაფრთხო სამსახურს და თქვენთან ერთად იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ყველაჩვენთაგანისთვის საამაყო,”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია, რაშიცმონაწილეობა მიიღო 104 წვევამდელმა. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურისამსახურის უფროსმა, გენერალ–მაიორმა ანზორ ჩუბინიძემ საუკეთესო თანამშრომლებიდააჯილდოვა.
ღონისძიების დასასრულს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისსხვადასხვა დანაყოფებმა იმიტირებული ჩვენებები წარმოადგინეს.