დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ამ წუთებში გახდა ცნობილი – დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა ოფიციალურად გაიმარჯვეს.
ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას ამომრჩევლის 51,9%-მა დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.
გასვლის ყველაზე მეტი მხარდამჭერი დაფიქსირდა ინგლისსა და უელსში, ევროკავშირში დარჩენის კი – ლონდონში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.