The Telegraph-ი აქვეყნებს WIN/Gallup International-ის მიერ ჩატარებულ სოციალოგიურ კვლევებს, რომელმაც გამოავლინა მსოფლიოს ყველაზე რელიგიური და ათეისტური ქვეყნები. საქართველო 93%-ით ხუთ ყველაზე რელიგიურ ქვეყნებს შორისაა.
- ტაილანდი 94%,
- სომხეთი (93%),
- ბანგლადეში (93%),
- საქართველო (93%),
- მაროკო (93%).
გამოკითხვაში მონაწილეობდა 65 ქვეყნის 64 000 მოქალაქე. კველევის მიხედვით ჩვენი პლანეტის ორი მესამედი მორწმუნეა.
ყველაზე რელიგიური ქვეყანა აღმოჩნდა ტაიალანდი(94%), ამ ქვეყნის მხოლოდ 1% მიიჩნევს თავს ათეისტად. ყველაზე ნაკლებ რელიგიური ქვეყანა ჩინეთი აღმოჩნდა, სადაც გამოკითხულთა მხოლოდ 7 პროცენტი მიიჩნევს, რომ რელიგიური პიროვნებაა.აქ ყველაზე მეტი ათეისტი ცხოვრობს, ხოლო მორწმუნეთა უმეტესობა 25 წლამდე ასაკისაა.ყველაზე ათეისტურად განწყობილი ქვეყნები კი ასე გამოიყურება:
1.ნიდერლანდები(26%),
2 ჩეხეთი(23%),
3შვედეთი (19%),
4იაპონია(13%),
5ჩინეთი(7%).
მთლიანობაში მოსახლეობის 18% არ მიიჩნევს თავს რელიგიურად, 5% ათეისტია, ხოლო 8% ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა.
ევროპაში ყველაზე რელიგიური ქვეყანა აღმოჩნდა პოლონეთი, მაკედონია, კოსოვო და რუმინეთი.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ევროპის კონტინენტის ლიდერი ქვეყნები ყველაზე ნაკლებად რელიგიურები არიან: გერმანია(34%),დიდი ბრიტანეთი(30%), საფრანგეთი(37%) და ესპანეთი(40%).
ბრიტანეთის მოსახლეობის მხოლოდ 30% მიიჩნევს თავს რელიგიურად, 53% არარელიგიურია , ხოლო 13% თავს ათეისტად თვლის.
კვლევამ აჩვენა, რომ 2100 წლისთვის მსოფლიოში დომინანტი რელიგია იქნება ისლამი.
წყარო:www.telegraph.co.uk
სოფიკო ნინიკაშვილი