„არ ვუღალატეთ იმ ტენდენციას,რომელიც წინა წლებში გვქონდა. ზუსტად პრიორიტეტების გამოკვეთის შესახებ საუბარი 10 აგვისტოს შემდეგ შეგვეძლება .ისევ მომხიბვლელია ბიზნეს-ადმინისტრირების, სამართლამცოდნეობის, ეკონომიკის ფაკულტეტები“-ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ტლეკომპანია „GDS“-ზე, გადაცემა „2030“ -ის ეთერში ისაუბრა.
„სახელმწიფო წელსაც სრულად დააფინანსებს კონკრეტული სპეციალობით სწავლას, თუმცა ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული მიმართულებები არ არის. მთავრობის დადგენილებას ჩვენც ველოდებით, უფასო ფაკულტეტების სია ჩარიცხვების გამოცხადებამდე გამოქვეყნდება.
შენარჩუნებულია სოციალური გრანტების პროგრამაც. გასათვალისწინებელი ფაქტორებია მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, სამამულო ომში დაღუპულთა შვილები. მათ ყველა შემთხვევაში განცხადებით სამინისტროს უნდა მიმართონ და სპეციალურ კომისია იმუშავებს ამ საკითხზე. სოციალური გრანტი ითვალისწინებს,რო მათი სწავლის საფასურს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს“.
მანანა ღოღობერიძე