„ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა წამოიწყეს სოციოლოგიური ომი. არანაირი ეჭვი არ მაქვს, აქ არის საუბარი დადგენილ ფაქტებზე“. ორგანიზაცია „GFK“-ის და „ქართული ოცნების“ შიდა პარტიული კვლევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ „ტვ-პირველზე“, გადაცემა „ვახო სანაიას დღის ამბებში“ ისაუბრა.
რეგულარულად ტარდება ყოველდღიური, ყოველკვირეული შიდა პარტიული კვლევები. ისინი ჩვენს პარტიულ მუშაობას ასახავენ. როცა შიდა პარტიული კვლევა არსებობს, არ არის მოწოდებული პარტია, რომ ეს აუცილებლად ყველამ დაიჯეროს. თუ საზოგადოებას სიმართლე აინტერესებს, 8 ოქტომბერს გამჟღავნდება და ნახავენ, რომ შედეგები აბსოლუტურად იდენტური იქნება.
არასერიოზულია საუბარი იმაზე,რომ არაკეთილსინდისიერია „GFK“-ის გერმანიის და უკრაინის ოფისები, ხოლო ნიუ-იორკის ოფისი რომელიც „რუსთავი-2“-თან თანამშრომლობს მაინც და მაინც ახლა გახდა კეთილსინდისიერი. უკრაინაში ამ ორგანიზაციას აეკრძალა რეიტინგების დათვლა და იგი „ნილსენმა“ ჩაანაცვლა. კომპანია „ნილსენის“ მიერ კვლევის ჩატარება ბევრად იაფი ჯდება, თუმცა ეს არ გააკეთა „რუსთავი-2“-მა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
მათ ეს აწყობდათ,რადგან აქვთ ურთიერთობის გამოცდილება. 2012 წელსაც დაუკვეთეს კვლევა და ეგზით-პოლების მიხედვით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“. თანაბარი, 33 % დადეს. 2012 წელს 21 %-იანი ცდომილება ჰქონდათ და ნებისმიერი ასეთი ორგანიზაცია რომელიც ცდომილებას 3%-ზე მეტს დადებს, არასერიოზულად აღიქმება,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანანა ღოღობერიძე