„ნამდვილილ „კვლევათცვენაა“ ამ წინასაარჩევნოდ. ყველა კვლევას თავისი ტექნიკა და მეთოდოლოგია აქვს. ჩვენ ჩვენი კვლევები გვაქვს ჩატარებული. „თავისუფალ დემოკრატებს“ ძალიან მყარად აქვთ პოზიციები პირველ სამეულში.გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენს გარეშე ვერ მოხდეს მთავრობის ფორმირება“. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში“ისაუბრა.
„ ეს არ არის ვარდისფერი სათვალეებით დანახული რეალობა. ჩვენ ჩვენს სტრატეგიას ვინარჩუნებთ, გვაქვს ურთიერთობა ამომრჩეველთან და ამაზე დაყრნობით ვამბობთ, რომ სერიოზული შანსები არსებობს. ეს არ ნიშნავს,რომ ის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი აუცილებლად „თავისუფალ დემოკრატებს“ მისცემს ხმას. თუმცა ჩვენ დავამტკიცებთ, რომ გამოცდილებით, კომპეტენციით, იმას რასაც მოქალაქეებს შევპირდებით, ბოლომდე მივიყვანთ.ჩვენ მათ მხოლო ტყვიაგაუმტარი, მინიმალური და რეალური დაპირებები შევთავაზეთ. საარსებო მინიმუმი უნდა იყოს 250 ლარი, პენსია შესაბამისად არ უნდა იყოს 300 ლარზე ნაკლები, ასევე სახელფასო ანაზღაურება არ უნდა იყოს ნაკლები ვიდრე 500 ლარი.
ბუნებრივია სახელისუფლებო ძალა ვერ გამოვა და ვერ იტყვის, რომ მისი რეიტინგი შემცირებულია. გვაქვს ფუფუნება, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას ნეგატივი და აგრესია მინიმალიზებულია. ადამაინები რომ გვხედავენ არ არის ის დამოკიდებულება,რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“, ან „ქართული ოცნების“ შეიძლება იყოს. პროგნოზი, თუ ვინ უფრო მეტ მანდატზე გამოვა, ჩვეულებრივი პროპაგანდისტული საქმიანობის ნაწილია,“ – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე