„ეს არ იყო ერთადერთი ადამიანი, რომლის გათავისუფლებასაც ვეწინააღმდეგებოდი. ჩატაევს უშვებენ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვას თითქოს ლაფანყური იყო პოლიტიკური ოპერაცია, რომელიც ჩვენ დავდგით. ახლა დიდ საერთაშორისო სკანდალში აღმოვჩნდით“. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი-2-ზე“, გადაცემა „შაბათის კურიერში“ ისაუბრა.
„აქ ასევე იყო პოლიტმატიმრების, ნარკოტიკების გამსაღებლების, მკვლელების საქმეები. ეს შეუქმნიდა პრობლემებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას,ქვეყნის სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას. ასევე იყო აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებაც. მაშინ ეს რაზმი მიიწევდა რუსეთისკენ და პრინციპული იყო მათი ჩაკეტვა. დაგვიხოცეს სამი ოფიცერი, მათ შორის ერთი ექიმი. ქვეყნის გაბანძება მარტო შიდა არ არის, გაბანძება მოხდა საერთაშორისო მასშტაბით. „ქართული ოცნება“ აპირებდა რადარებიდან გაექროთ „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ რადარებიდან გააქრეს მთლიანად საქართველო გააქრეს.
2008 წელს საქართველოში მსოფლიო სახელმწიფოების ლიდერები ჩამოვიდნენ. დღეს რომ რამე მსგავსი დაგვემართოს, ღმერთმა გვაშოროს, ერთი ადამიანიც არ გაანძრევს თითს. დღეს ყველა ის ადამიანი, რომელიც იბრძოდა საქართველოს უსაფრთხოებისთვის ან მოხსნილია, ან ციხეშია. სანამ გვიან არ არის, ყველაფერი დროზე უნდა შევცვალოთ. რეგიონის სხვა ქვეყნებთნ შედარებით მაინც მივიჩნევით უსაფრთხოდ. ეს ნამდვილად ბოლო თვეებია და შევძლებთ თავიდან დაწყებას,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე