„ამ სოციოლოგიური კვლევებიდან დასკვნის გამოტანა შეუძლებელია. სოციოლოგია გახდა ერთგვარი რწმენის საკითხი და ექსპერტებიც ჩაერთნენ ამაში. სოციოლოგია უნდა ასახავდეს რეალურ განწყობებს და ხსნიდეს ამ განწყობების მიზეზებს. შიდა კვლევას არ აქვს საზოგადოებრივი ნდობა და მის ჩატარებასაზრიც არ აქვს“. ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში“ისაუბრა.
„ის, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, თავიდან ბოლომდე კურიოზია. „რუსთავი-2“-მა ირიბად მაინც გააკეთა და ამათ პირდაპირ გვითხრეს ჩვენი თანამშრომლის მიერ არის ჩატარებულიო. კვლევაში ლაპარაკია მხოლოდ ერთი კუთხით, ჩვენ და „ნაციონალური მოძრაობა“, კვირიკაშვილი და ბაქრაძე. ისინი სამყაროს ხედავენ ამ ორი პარტიის ჭრილში.
მთავარი ელემენტია,რომ ჯამურად მათი რეიტინგი 50%-საც ვერ ადგენს.დანარჩენი რას ფიქრობს, რა აწუხებს, ეს არ აინტერესებთ. ამომრჩეველი ორივეს უარს ეუბნება. ნეგატიური რეიტინგისთვის 20% ძალიან ბევრია. შესაძლოა დაბალი აქტივობის სცენარში დაემატოს პაატა ბურჭულაძე და „თავისუფალი დემოკრატები“. მაღალი აქტივობა ხელისუფლების სასარგებლოდ არ იმუშავებს. 60-65 %- იანი აქტივობის შემთხვევაში მრავალპარტიულ პარლამენტს მივიღებთ და საპარლამენტო კოალიციის შექმნის აუცილებლობის წინაშე დავდგებით.
ამომრჩეველმა უარი უნდა უთხრას ორივე დომინანტ ძალას და გააკეთოს ახალი არჩევანი. იწილო-ბიწილოს, სისხლიანი ცხრა წელის და უუნაროების ძახილს თავი უნდა დაანებონ,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე