როგორც ცნობილია, 2016 წლის 25 ივნისს, ძალაში შევიდა ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3311504
აღნიშნული კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ყალიბდება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელთანაც თავის მხრივ, იქმნება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო.
საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს თითო წევრი შემდეგი სექტორებიდან:
– პროფესიული ორგანიზაციებიდან;
– ბიზნესასოციაციებიდან;
– აკადემიური წრეებიდან.
თითოეული ამ სექტორიდან შეიძლება წარდგენილ იქნას საბჭოს წევრობის 3-3 კანდიდატი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის საბჭოს წევრობის კანდიდატურების წარდგენა წარმოებს არაუგვიანეს 2016 წლის 15 ივლისისა.
დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
წარმდგენი ორგანიზაცი(ები)ის სარეკომენდაციო წერილი;
წევრობის კანდიდატის ავტობიოგრაფია (CV);
სამოტივაციო წერილი, საიდანაც გაირკვევა, თუ რატომ მიიჩნევს ესა თუ ის პირი, საკუთარ თავს საბჭოს წევრობისთვის ღირსეულ კანდიდატად, როგორ აპირებს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ზოგადად, სამსახურის საქმიანობის და საზედამხედველო სფეროების ხელშეწყობას;
ცნობა ნასამართლეობის შესახებ.