„მუდმივად მიმდინარეობს შრომის ბაზრის კვლევა და დაფინანსება იხრება იქეთ,რისი დეფიციტიც არსებობს. მაგალითად ჩვენ ძალიან გვიჭირს ვეტერინარები,ბიო-ქიმიკოსები, გეოლოგები და მსგავსი არაპოპულარული მიმართულებები“. „გერმანულ მოდელის“ დანერგვაზე, ქართული განათლების სისტემის ძირითად გამოწვევებზე და დაგეგმილ რეფორმებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „GDS“-ზე, გადაცემა „2030“-ის ეთერში ისაუბრა.
„ „გერმანული მოდელი“ თავისთავად დანერგა ჩვენმა ახალგაზრდებმა. ეს სხვა არაფერია, როცა იწყებ სწავლას და მუშაობას ერთდროულად. რა თქმა უნდა გიჭირს, მაგრამ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას ერთად იღებ. დუალური მოდელი გულისხმობს ,რომ კი არ ვეკითხებით სტუდენტს სურს თუ არა, ვავალდებულებთ, რომ თუ სწავლობს პროგრამისტობას, პარალელურად იმუშავის პროგრამისტად და ასე შემდეგ. ყველა უწყება შევერთდებით, რომ თავიდანვე ყველა სასწავლებელს ჰყავდეს პარტნიორი კომპანიები.
„სკოლა საინტერესო ადგილია, სადაც ხანში შესული ადამიანები, რომლებმაც დიდი ხნის წინ მიიღეს განათლება, ასწავლიან ბავშვებს, რომლებიც იცხოვრებენ მომავალში, რომელიც არ ვიცით როგორი იქნება. და ეს ყველაფერი ხდება ფორმატში, რომელიც შუა საუკუნეებში გამოიგონეს“. ამ ფრაზაში კოდირებულია მთავარი გამოწვევა, რომ ძველმა ხალხმა ახლებს უნდა ასწავლონ მომავალში ცხოვრება, რაც თავისთავად ძნელია. მით უმეტეს თუ ეს მომავალი ყოველდღიურად იცვლება. მთავარი გამოწვევაა, რომ განათლების სისტემა დაეწიოს დროის მოთხოვნებს. სკოლის პირობებში მოვახერხეთ, რომ ბავშვები დატვირთულები არიან. როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, სამწუხაროდ მძიმე ჩანთების გამო, ასევე დროის გაგებით. მთელ მსოფლიოში ტენდენცია მიდის იქეთ, რომ სკოლა იყოს მეტად სახალისო. დღეს ბავშვებს არ უყვართ სკოლა.
მასწავლებლის გადამზადების პროგრამა ჯერჯერობით მხოლოდ მასწავლებელთა სახლშია. აუცილებელია, რომ გაჩნდეს მეტი აკრედიტირებული სასწავლო ცენტრი და მასწავლებელი ტრენინგისთვის გრძელ რიგში არ იდგეს. უნდა გამოვიყენოთ ონლაინ-მეთოდი. მთავარი არის ასევე მოტივაცია. მოტივაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ანაზღაურება და ეს გადაიხედება, თუმცა მხოლოდ ეს არ ქმნის მოტივაციას. მასწავლებელს დაფასება, შედეგი თუ არ დაანახე, მას, რომ 5-ჯერ მეტი გადაუხადო, არ იქნება მოტივირებული. ჩვენ შევძლებთ რომ ძველი, კარგი ხალხი შევინარჩუნოთ და ახალგაზრდებიც შევუშვათ სისტემაში.
სიტყვა თვითმმართველობაც გულისხმობს, შესაბამისად სტუდენტების ჩართვა უნივერსიტეტის მართვაში შენარჩუნდება და იქნება ყოველთვის. ყველა სტუდენტს მოვუწოდეთ, რომ იმუშავონ ამ პროცესში და დაგვეხმარონ „გერმანული მოდელის“დანერგვაში. მთავარი გასაღები ჩართულობის გარდა არის საერთაშორისო სტანდარტი. თუ იტყვი, რომ კარგი ჟურნალისტი ხარ, მაგრამ მხოლოდ საქართველოში. ესე იგი არ ყოფილხარ კარგი ჟურნალისტი,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მანანა ღოღობერიძე