საქართველოს რკინიგზის 2016 წელს შეძენილი ,,Stadler Kiss-ის” ორსართულიანი მატარებელი საქართველოში შემოვიდა. ამის ამსახველ ვიდეოს ,,ფეისბუკზე” თემურ სილაგაძე აქვეყნებს.
„საქართველოს რკინიგზამ“ ოთხი ორსართულიანი ელექტრომეტარებელი გამარტივებული შესყიდვის წესით, კომპანია „Stadler Bussnang AG“-ისგან 45 მილიონ აშშ დოლარად შეიძენა. შესაბამისი ნებართვა „საქართველოს რკინიგზას“ საქართველოს მთავრობამ მისცა, ხოლო სს „საპარტნიორო ფონდს“ დაევალა უზრუნველყოს „რკინიგზის“ მიერ აღნიშნული შესყიდვის განხორციელება „Stadler Bussnang AG-სთან” შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გზით, 45 188 920 აშშ დოლარის ფარგლებში.
რამდენიმე დღის წინ ხმა გავრცელდა, რომ მატარებელი საქართველოსთვის შეუსაბამო იყო და გვირაბში გასვლას ვერ მოახერხებდა, რაც კომპანიამ კატეგორიულად უარყო.
მატარებელი თბილისი-ბათუმის მიმართულებით სავარაუდოდ ივლისიდან იმოძრავებს და მგზავრების გაზრდილ ნაკადს მოემსახურება. საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსის თქმით, ბილეთის ფასი უცვლელი დარჩება.
ნატალია ჯალაღონია