ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თბილისშია. ჯონ კერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. აეროპორტში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული.
ჯონ კერის აეროპორტში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, საქართველოს ელჩი ამერიკაში და ამერიკის ელჩი საქართველში დახვდნენ. ოფიციალური შეხვედრები კანცელარიაში 2 საათზე უნდა დაიწყოს.
სახელმწიფო მდივანი შეხვდება პრემიერმინისტრს, რის შემდეგაც გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომა, რომელიც თანათავმდჯომარეც იქნება ჯონ კერი.
სახელმწიფო მდივანი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რის შემდეგაც გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც ჯონ კერი და პრემიერი განცხადებებს გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჯონ კერი, ხვალ დილით ოპოზიციური პარტიების წევრებთან შეხვედრის შემდეგ კიევში გაემგზავრება, საიდანაც ვარშავას ეწვევა და ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.