შპს „თოკა“ ახალი კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სასტუმროსთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს მთლიანად მეწარმეობის განვითარების სააგენტო დაფარავს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 270,000 აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმროში, რომლის გახსნა 2016 წლის დეკემბერში იგეგმება, 15 ადამიანი დასაქმდება.
ახალი სასტუმრო ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N72-ზე მდებარეობს და დამსვენებლებს მაღალი სტანდარტების, კომფორტული გარემოს შესთავაზებს.
ახალი კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას. ამასთან, მოხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ. „ფრანჩაიზინგის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.