ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრა სტრასბურგში ცოტა ხსნის წინ გაიმართა.
საქართველოსთან ერთად, ევროპარლამენტარებმა კენჭი უყარეს ვიზალიბერალიზაციის საკითხს უკრაინისა და კოსოვოსთვის და უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, ამ ქვეყნებისთვისაც მხარი დაუჭირეს.
კენჭისყრის შედეგები რეკომენდაციად სამოქალაქო თანასწორობისა და მართლმსაჯულების კომიტეტს გადაეგზავნება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხში წამყვანი კომიტეტია. ამავე საკითხზე ევროპარლამენტარებმა ორშაბათს, სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტშიც იმსჯელეს.