NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტლტენებრგი საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე ჩამოვა. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში შედგება. სტოლტენბერგის თქმით, ეს იქნება საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშანი.
“ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ NATO-ს მოკავშირეების წახალისებას საქართველოსადმი მხარადჭერისკენ. მე ვაპირებ საქართველოში ჩასვლას მიმდინარე წლის შემოდგომზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფაგლებში. ეს იქნება მკაფიო დადასტურება საქართველოს ტერიტორიული მთილიანობსია და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
გენერალური მდივნის თქმით, NATO-ს მიზანია, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარინობის გაძლიერებასა და ალიანსის წევრობისთვის მომზადებაში.
“ჩვენ ასევე გავაძლიერებთ მხარდაჭერას აღმოსავლელ პარტნიორებთან. გუშინ გაიმართა NATO-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც მიმართული იყო პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და დავეხმაროთ მას NATO-ს წევრობისთვის მომზადებაში.
ჩვენს განცხადებაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყეტილებას და მხარს ვუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სწორედ ამიტომ, ჩვენ განვახორციელეთ ყოველისმომცველი პაკეტის სხვადასხვა ელემენტი”, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.